თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო წრე/ბერძნულ-რომაული ფილოლოგიის სტუდენტური კლუბი ატარებს XI ყოველწლიურ სტუდენტურ კონფერენციას - „ანტიკურობის თანამედროვეობა“, რომელიც გაიმართება 2025 წლის 14-16 მაისს, ჰიბრიდულ ფორმატში (აუდიტორიასა და პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით). კონფერენცია ეძღვნება ცნობილი ქართველი მეცნიერის, თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დამაარსებლის, თსუ ემერიტუსი პროფესორის, აკადემიკოს რისმაგ გორდეზიანის დაბადებიდან 85-ე წლისთავს.
კონფერენციას კვლავ ექნება საერთაშორისო ფორმატი და მასში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ არა მხოლოდ საქართველოს ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამივე საფეხურის სტუდენტები, არამედ სტუდენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
კონფერენცია მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ფილოლოგია, ფილოსოფია, ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ხელოვნება, კულტუროლოგია და სხვ. კონფერენციის საგანგებო სექციები დაეთმობა ბერძნულ-რომაული ფილოლოგიისა და ანტიკური კულტურის აქტუალურ საკითხებს.
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება - 20 წუთი; დისკუსია - 10 წუთი.
კონფერენციის სამუშაო ენები:
ქართული და ინგლისური.
წარმოდგენილ თეზისებს თან უნდა ახლდეს სამეცნიერო ხელმძღვანელის რეკომენდაცია.
გთხოვთ, მონაწილეობის მსურველებმა 2025 წლის 31 მარტამდე გააგზავნოთ თეზისები და ხელმძღვანელის რეკომენდაცია ელექტრონულ მისამართზე: greekstudies@tsu.ge . თეზისები განსახილველად გადაეცემა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს. მოხსენების პროგრამაში ჩართვის თაობაზე გეცნობებათ თეზისების გაგზავნიდან ერთი კვირის ვადაში.
კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ღონისძიებაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. შერჩეული მოხსენებები გამოქვეყნდება სტუდენტურ პერიოდულ კრებულში „მნემოსინე“.
იხ. თეზისების გაფორმების წესი ქართულად და ინგლისურად.